რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია – დაიღუპა 9, დაშავდა 63 ადამიანი

რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, 63 დაშავებულიდან კლინიკაში 42 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. საგანგებოში ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციის შენობები, გაჩნდა ხანძრები. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებიდან […] The post რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია – დაიღუპა 9, დაშავდა 63 ადამიანი appeared first on .

აპრ. 24, 2025 - 11:57
 0
რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია – დაიღუპა 9, დაშავდა 63 ადამიანი

რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 63 დაშავებულიდან კლინიკაში 42 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია.

საგანგებოში ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციის შენობები, გაჩნდა ხანძრები. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ – შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

თავდასხმა რუსების მიერ გვიან ღამით კიევსა და ხარკივზე განხორციელდა. ხარკივის შემთხვევაში 2 დაშავებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.

The post რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია – დაიღუპა 9, დაშავდა 63 ადამიანი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow