რძის პროდუქტების მწარმოებელი TOP-5 კომპანია მსოფლიოში

რძის წარმოება სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ აქტივობებშიც. 1960-იანი წლებიდან დღემდე, რძის გლობალური წარმოება თითქმის გასამმაგდა და 2023-24 წლებში 667 მილიონ ტონას გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ეს სექტორი ზრდის მომენტუმს შეინარჩუნებს და მსოფლიო წარმადობა 0.8%-ით, 673 მილიონ ტონამდე გაიზრდება. წარმოების ტენდენციებიც აჩვენებს, რომ რძის პროდუქტების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ძვირად […]

აპრ. 13, 2025 - 03:27
 0
რძის პროდუქტების მწარმოებელი TOP-5 კომპანია მსოფლიოში

რძის წარმოება სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ აქტივობებშიც. 1960-იანი წლებიდან დღემდე, რძის გლობალური წარმოება თითქმის გასამმაგდა და 2023-24 წლებში 667 მილიონ ტონას გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ეს სექტორი ზრდის მომენტუმს შეინარჩუნებს და მსოფლიო წარმადობა 0.8%-ით, 673 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
წარმოების ტენდენციებიც აჩვენებს, რომ რძის პროდუქტების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სასურსათო სექტორია. საბანკო-საფინანსო კომპანია Rabobank-ის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიათა შემოსავალი 0.3%-ით გაიზარდა, ერთი წლით ადრე კი ზრდამ 8.1% შეადგინა. კომპანიის განმარტებით, ასეთი დრამატული სხვაობა რძის პროდუქტების გაიაფებით აიხსნება.
ბოლო ანგარიშგებების თანახმად, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის ევროპული ბრენდები ლიდერობენ, თუმცა რეიტინგში ვხვდებით ჩინურ და ამერიკულ კომპანიებსაც.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow