საგადასახადო თაღლითობაში გამოჭერილი ხაზარაძე ისევ ტერმინების ჟონგლიორობით ცდილობს გამოძრომას, ამბობს, რომ სამი წელი ეგონა, ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი - პაპუაშვილი

მამუკა ხაზარაძე ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას სამი წელი ეგონა, ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „„წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობა“-ო, ამჯერად უკვე საგადასახადო თაღლითობაში გამოჭერილი ხაზარაძე ისევ ტერმინების თაღლითური ჟონგლიორობით ცდილობს გამოძრომას. რომ არ დავიბნეთ, „წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის საკითხი“ ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, ვის უნდა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი, ხაზარაძეს თუ ელჩ ფიშერს. ანუ ხაზარაძე, ამ პოსტით, ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას სამი წელი ეგონა, რომ ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი. მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, რომ მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.  

აგვ. 4, 2025 - 23:27
 0
საგადასახადო თაღლითობაში გამოჭერილი ხაზარაძე ისევ ტერმინების ჟონგლიორობით ცდილობს გამოძრომას, ამბობს, რომ სამი წელი ეგონა, ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი - პაპუაშვილი

მამუკა ხაზარაძე ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას სამი წელი ეგონა, ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„„წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობა“-ო, ამჯერად უკვე საგადასახადო თაღლითობაში გამოჭერილი ხაზარაძე ისევ ტერმინების თაღლითური ჟონგლიორობით ცდილობს გამოძრომას.

რომ არ დავიბნეთ, „წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის საკითხი“ ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, ვის უნდა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი, ხაზარაძეს თუ ელჩ ფიშერს. ანუ ხაზარაძე, ამ პოსტით, ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას სამი წელი ეგონა, რომ ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი.

მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, რომ მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow