საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში განხორციელდა ძებნა-შველის ღონისძიებები. "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან. უწყების ცნობით, უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად. მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში"- აღნიშნულია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში განხორციელდა ძებნა-შველის ღონისძიებები.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
უწყების ცნობით, უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში"- აღნიშნულია განცხადებაში.
What's Your Reaction?






