საერთაშორისო სემინარი შოტოკან კარატე დო-ში

ბათუმის სპორტის სასახლე სამი დღის მანძილზე მასპინძლობდა ტრადიციულ საერთაშორისო სემინარსა და ჩემპიონატს შოტოკან კარატე დო-ში „GEORGIA OPEN“-ს, რომელშიც 10 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები. ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. პირველი დღე სემინარს დაეთმო, რომელიც საქართველოს შოტოკან კარატე დო-ს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მეშვიდე დანის მფლობელმა ნოდარ ხაჯიშვილმა მსოფლიოში აღიარებულ ოსტატებთან ერთად ჩაატარა. მეორე დღეს გაიმართა შეჯიბრება დისციპლინა კატა-ში, რომელიც ტექნიკის დემონსტრირებას ნიშნავს. „GEORGIA OPEN“-ის ბოლო, დასკვნით დღეს კი ტურნირი ორთაბრძოლებში - კუმიტესა და ჯუ-კუმიტეში ჩატარდა. გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც თასებით, მედლებითა და შესაბამისი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ტრადიციული სემინარი და ჩემპიონატი, რომელიც 26-ედ გაიმართა, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

ივლ. 3, 2025 - 22:57
 0
საერთაშორისო სემინარი შოტოკან კარატე დო-ში

ბათუმის სპორტის სასახლე სამი დღის მანძილზე მასპინძლობდა ტრადიციულ საერთაშორისო სემინარსა და ჩემპიონატს შოტოკან კარატე დო-ში „GEORGIA OPEN“-ს, რომელშიც 10 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.

ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. პირველი დღე სემინარს დაეთმო, რომელიც საქართველოს შოტოკან კარატე დო-ს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მეშვიდე დანის მფლობელმა ნოდარ ხაჯიშვილმა მსოფლიოში აღიარებულ ოსტატებთან ერთად ჩაატარა.

მეორე დღეს გაიმართა შეჯიბრება დისციპლინა კატა-ში, რომელიც ტექნიკის დემონსტრირებას ნიშნავს. „GEORGIA OPEN“-ის ბოლო, დასკვნით დღეს კი ტურნირი ორთაბრძოლებში - კუმიტესა და ჯუ-კუმიტეში ჩატარდა.

გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც თასებით, მედლებითა და შესაბამისი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ტრადიციული სემინარი და ჩემპიონატი, რომელიც 26-ედ გაიმართა, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow