საია: ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა, კერძოდ, საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი უსაფუძვლოდ დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება თვითნებურად მოხდა. საიაში აცხადებენ, რომ სასამართლომ მხარეებს ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ვრცელი შეკითხვებით მიმართა და საქმის წარმოების პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლებისა და მასთან კავშირში - სხვა დარღვევებთან მიმართებით, პოზიცია უნდა წარადგინოს.

ივნ. 26, 2025 - 17:57
 0
საია: ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა, კერძოდ, საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი უსაფუძვლოდ დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება თვითნებურად მოხდა.

საიაში აცხადებენ, რომ სასამართლომ მხარეებს ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ვრცელი შეკითხვებით მიმართა და საქმის წარმოების პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლებისა და მასთან კავშირში - სხვა დარღვევებთან მიმართებით, პოზიცია უნდა წარადგინოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow