“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

სააგენტო "პარალელი" “სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური სპექტრის პოლიტიკურ პოზიციებთან დაკავშირებით: ,,სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა, პირადად მე, უსამართლო მგონია. ოქტომბრის არჩევნებიდან ცდილობს გააერთიანოს ეგო დაუოკებელი ლიდერები. ხან ქარტიაო, ხან ეხლა ეს რაღაცა გაერთიანება და გუშინ მეტი რა ეთქვა, ერთობის იქით არაფერს აზრი არ აქვსო. ორჯერ აქვს აქციაზე ნათქვამი, რომ არა ადგილობრივ არჩევნებს. პასუხი […] “სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი ნინი ხიჯაკაძე

ივლ. 1, 2025 - 04:27
 0
“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური სპექტრის პოლიტიკურ პოზიციებთან დაკავშირებით:

,,სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა, პირადად მე, უსამართლო მგონია. ოქტომბრის არჩევნებიდან ცდილობს გააერთიანოს ეგო დაუოკებელი ლიდერები. ხან ქარტიაო, ხან ეხლა ეს რაღაცა გაერთიანება და გუშინ მეტი რა ეთქვა, ერთობის იქით არაფერს აზრი არ აქვსო.

ორჯერ აქვს აქციაზე ნათქვამი, რომ არა ადგილობრივ არჩევნებს. პასუხი თუ ვინმეს უნდა მოთხოვოთ – პარტიებს, რომლებმაც საერთო ბრძოლიდან გადაუხვიეს. საბავშვო ბაღის მასწავლებელს ჰგავს უკვე სალომე, რომელსაც ორი წლის ბავშვებთან უწევს ურთიერთობა, რომლებიც ფეხების ბაკუნით ამტკიცებენ რაღაცეებს.

ლიდერების მიღმა, პარტიაში ბევრი ადამიანია და ესეთ მძიმე დროს უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არ ჩამოყალიბდნენ ,,ოცნების” მსგავს პარტიებად, სადაც ერთი კაცი წყვეტს ყველას მაგივრად”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow