“სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი

სააგენტო "პარალელი" “სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები და მოლოდინები აქვს “ხალხის ძალის” წევრს, თამთა მეგრელიშვილს: “ქალბატონ თეა წულუკიანზე თავდასხმა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა რომ კომისია მთელი შემადგენლობით სწორად მუშაობს და სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. საქმეს, რომელსაც – კანონს ვეღარავინ დაემალება ჰქვია! ამ ფონზე, რა თქმა უნდა, საკუთარ ემოციებს გალიაში მომწყვდეული მხეცივით ვერ მალავენ ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ […] “სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი პარალელი

აპრ. 14, 2025 - 04:27
 0
“სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი

საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები და მოლოდინები აქვს “ხალხის ძალის” წევრს, თამთა მეგრელიშვილს:

ქალბატონ თეა წულუკიანზე თავდასხმა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა რომ კომისია მთელი შემადგენლობით სწორად მუშაობს და სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. საქმეს, რომელსაც – კანონს ვეღარავინ დაემალება ჰქვია!

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, საკუთარ ემოციებს გალიაში მომწყვდეული მხეცივით ვერ მალავენ ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ შექმნეს პოლიტიკური გუნდი რომლის მმართველობა წლებს დაუსრულებლად აითვლიდა.

ამ რწმენით შთაგონებულნი ჩადიოდნენ ხშირად დაუწერელ უკანონობას – ციხეში ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, ქუჩაში უდანაშაულო ბიჭებს ხოცავდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, მათ შვილებსაც და ქონებასაც ერთნაირი არაადამიანური განცდით ართმევდნენ, უკლავდნენ.

სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!

ყველა მათგანი საკუთარი წილის პროპორციულად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

აღარ გამოგივათ კანონთან დამალობანას თამაში, წამზომი ჩართულია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.

“სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow