“სამარცხვინოა” – ზურაბიშვილი “ოცნების” გადაწყვეტილებაზე
ერთპარტიული პარლამენტის მიერ “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლებს “სამარცხვინო” უწოდა და განაცხადა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ივანიშვილის რეჟიმს დიპლომატებზე ტოტალური კონტროლის დაწესების საშუალებას მისცემს. სამარცხვინო სხდომა იყო პარლამენტში და გამოსვლები დიპლომატიური სამსახურის მეთაურებისგან, რომლებმაც წარადგინეს ახალი კანონი, რომელიც რეალურად “ქართული […] The post “სამარცხვინოა” – ზურაბიშვილი “ოცნების” გადაწყვეტილებაზე appeared first on .

ერთპარტიული პარლამენტის მიერ “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლებს “სამარცხვინო” უწოდა და განაცხადა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ივანიშვილის რეჟიმს დიპლომატებზე ტოტალური კონტროლის დაწესების საშუალებას მისცემს.
სამარცხვინო სხდომა იყო პარლამენტში და გამოსვლები დიპლომატიური სამსახურის მეთაურებისგან, რომლებმაც წარადგინეს ახალი კანონი, რომელიც რეალურად “ქართული ოცნების” ტოტალურ კონტროლს აწესებს დიპლომატებზე, ელჩებზე საზღვარგარეთ. თუ მათ გადაუხვიეს ჩვენს საგარეო კურსს, შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოხსნან, მიუხედავად როტაციისა. ალბათ, საჭიროა, რომ დღეს ყველა მოხსნან, რადგან ყველას გადახვეული აქვს იმ კურსისთვის, რომელიც ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუცია ჯერ შეცვლილი არ არის და ყველა იქცევა არაკონსტიტუციურად, ვინც მიყვება “ქართული ოცნების” ინსტრუქციებს სხვადასხვა დედაქალაქებში”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ერთპარტიულმა პარლამენტმა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენითაც მიიღო – კანონპროექტს მხარი “ქართული ოცნების” 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რას ითვალისწინებს კანონი?
- კანონის ამოქმედების შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილს მიეცემა უფლება, უცხოეთში საქართველოს საელჩოებში დასაქმებული დიპლომატები პოსტებიდან უფრო მარტივად გაუშვას, ან მისიაში მუშაობის უფლება შეუზღუდოს.
- დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი პუნქტი დაემატა. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე დიპლომატმა სამინისტროს იმიჯი და ეროვნული ინტერესები შელახა იმით რომ, მაგალითად, ევროინტეგრაციის პეტიციას ხელი მოაწერა, ბოჭორიშვილს შეეძლება სამსახურიდან გაუშვას ყველა, მათ შორის ისეთები, ვინც საელჩოებში ან საკონსულოებში როტაციით არიან მივლენილი.
- პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გაწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან.
- კანონში მიღებული ცვლილების თანახმად, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას, ნაცვლად კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა.
- ამავე კანონით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.
The post “სამარცხვინოა” – ზურაბიშვილი “ოცნების” გადაწყვეტილებაზე appeared first on .
What's Your Reaction?






