“სამოქალაქო საზოგადოება პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას. მადლობა ამ პოზიიციისთვის” – ვიკა ბუკია
სააგენტო "პარალელი" “სამოქალაქო საზოგადოება პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას. მადლობა ამ პოზიიციისთვის” – ვიკა ბუკია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უარს აცხადებენ ხელისუფლებას მიაწოდონ, ორგანიზაციაში დაცული, მათი ბენეფიციარების, პერსონალური ინფორმაციები. აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს “ტვ პირველის” ჟურნალისტი ვიკა ბუკია და მხარდაჭერას უცხადებს სამოქალაქო სექტორს: “ივანიშვილმა დაიწყო პუტინის და ლუკაშენკას სტილში სამოქალაქო საზოგადოების დევნა. მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით უფლებადამცველებს შანტაჟით სთხოვენ წამებულებისა და ჟურნალისტების პირად ინფორმაციას. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ლიკვიდაცია მოსკოვური მეთოდით. სამოქალაქო საზოგადოების […] “სამოქალაქო საზოგადოება პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას. მადლობა ამ პოზიიციისთვის” – ვიკა ბუკია პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“სამოქალაქო საზოგადოება პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას. მადლობა ამ პოზიიციისთვის” – ვიკა ბუკია
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უარს აცხადებენ ხელისუფლებას მიაწოდონ, ორგანიზაციაში დაცული, მათი ბენეფიციარების, პერსონალური ინფორმაციები. აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს “ტვ პირველის” ჟურნალისტი ვიკა ბუკია და მხარდაჭერას უცხადებს სამოქალაქო სექტორს:
“ივანიშვილმა დაიწყო პუტინის და ლუკაშენკას სტილში სამოქალაქო საზოგადოების დევნა. მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით უფლებადამცველებს შანტაჟით სთხოვენ წამებულებისა და ჟურნალისტების პირად ინფორმაციას. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ლიკვიდაცია მოსკოვური მეთოდით.
სამოქალაქო საზოგადოების პასუხი მკაფიოა: არ ემორჩილებიან ოკუპანტის კანონებს. არ გადასცემენ მათ არცერთ მსხვერპლს, არცერთ მამხილებელს, არცერთ პედაგოგს, სტუდენტს, პენსიონერს. ივანიშვილმა შეარჩია პუტინის გზა. სამოქალაქო საზოგადოება კი პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას.
მადლობა ამ პოზიიციისთვის“, – წერს ვიკა ბუკია ფეისბუქის პირად გვერდზე.
“სამოქალაქო საზოგადოება პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას. მადლობა ამ პოზიიციისთვის” – ვიკა ბუკია
პარალელი
What's Your Reaction?






