სამჯერ მეტს გადაუხდიან - რამდენი ექნება ქოჩორაშვილს სპორტინგში ხელფასი

ქოჩორას სპორტინგში გაცილებით მეტს გადაუხდიან

მაი. 4, 2025 - 23:57
 0
სამჯერ მეტს გადაუხდიან - რამდენი ექნება ქოჩორაშვილს სპორტინგში ხელფასი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტედან სპორტინგში გადავიდა, სადაც თამაშს გიორგი ახალი სეზონიდან დაიწყებს.

გარდა იმისა, რომ სპორტული თვალსაზრისით ქოჩორაშვილი გაცილებით კარგ კლუბში ითამაშებს, ასევე საგრძნობლად გაიზრდება მისი ხელფასიც.

ლევანტეში 25 წლის ნახევარმცველს კვირაში 8200 ევროს უხდიდნენ, ლისაბონის სპორტინგში კი 20000 ევროს გადაუხდიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow