სანამ საცხოვრებელ სახლებშია ოფისები, ბიზნესცენტრების დატვირთვის რისკი არ არსებობს – RE/MAX Capital

კომპანია RE/MAX Capital-ის დამფუძნებელ მარიამ ასათიანის შეფასებით, სანამ საცხოვრებელ სახლებშია ოფისები, ბიზნესცენტრების დატვირთვის რისკი არ არსებობს. ამის შესახებ მარიამ ასათიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარში, საპროტესტო ტალღების გამო, უძრავი ქონებაზე შემცირებულმა მოთხოვნამ თებერვლიდან აღდგენა დაიწყო და საოფისე ფართებზეც მოთხოვნა მაღალია. – „ერთი […]

აპრ. 27, 2025 - 01:57
 0
სანამ საცხოვრებელ სახლებშია ოფისები, ბიზნესცენტრების დატვირთვის რისკი არ არსებობს – RE/MAX Capital

კომპანია RE/MAX Capital-ის დამფუძნებელ მარიამ ასათიანის შეფასებით, სანამ საცხოვრებელ სახლებშია ოფისები, ბიზნესცენტრების დატვირთვის რისკი არ არსებობს.
ამის შესახებ მარიამ ასათიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარში, საპროტესტო ტალღების გამო, უძრავი ქონებაზე შემცირებულმა მოთხოვნამ თებერვლიდან აღდგენა დაიწყო და საოფისე ფართებზეც მოთხოვნა მაღალია.
– „ერთი უმსხვილესი კომპანია ბაზრიდან გადის, მიზეზი -თან შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობაა“… – 2024 წლის ბოლოს „უძრავი ქონების პროსპექტთან“ ინტერვიუში თქვით. ვინ იყო ეს კომპანია და ამ მხრივ, როგორ გაგრძელდა იანვარ-მარტის პერიოდი?
– დიახ, ეს იყო ერთი ამერიკული კომპანია, რომელსაც ფართის დაქირავებაში დავეხმარეთ და გავიდა საქართველოდან. კომპანიის სახელს ვერ ვიტყვი. მოგწვერეს, რომ გავდივართ ბაზრიდან, რადგან აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერდა. ადრეც მითქვამს, რომ საოფისე სეგმენტს ძალიან დააწვა USAID-ის პროგრამების დახურვა, რადგან ბევრი ოფისი ჰქონდათ დაქირავებული და დაიცალა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ [ფართები] თავისუფალი დარჩა. ადგილობრივი მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ ფართების გათავისუფლება თუ ზოგიერთი კომპანიის ბაზრიდან გასვლა სექტორს არ შეეტყო. სანამ საცხოვრებელ სახლებშია ოფისები, ბიზნესცენტრების დატვირთვის რისკი არ არსებობს. შეიძლება, ფასი დაკორექტირდეს, მაგრამ მოთხოვნა ყოველთვის არის, რომ გაქირავდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow