სანემ 100 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა - 29 წლის შემტევი ევროპაში რჩება

მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავმა ლეროი სანემ არაბული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ წინადადებაზე უარი განაცხადა...

აპრ. 29, 2025 - 15:57
 0
სანემ 100 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა - 29 წლის შემტევი ევროპაში რჩება
მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავმა ლეროი სანემ არაბული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ წინადადებაზე უარი განაცხადა — გერმანელმა შემტევმა ტრანსფერის წინადადება „ალ-იტიჰადისგან“ არ მიიღო და მიუნხენში დარჩენა ამჯობინა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, საუდის კლუბი სანეს ოთხწლიანი კონტრაქტითა და 100 მილიონი ევროს შეთავაზებით დაუკავშირდა, თუმცა ფეხბურთელმა ეს ვარიანტი გამორიცხა — მისი მიზანი „ბაიერნთან“ ახალი, გაუმჯობესებული პირობების შეთანხმებაა.

გავრცელებული ცნობით, მხარეები ახალ ხელშეკრულებას უახლოეს კვირებში გააფორმებენ. შეთანხმება, სავარაუდოდ, 2028 წლამდე იმოქმედებს და სანეს ხელფასი წელიწადში 10 მილიონ ევროს შეადგენს. ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა 14-დან 16 მილიონ ევრომდეც კი გაიზრდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow