მიქაუტაძე ლიონს არ დატოვებს - რა შეიცვალა ბოლო 24 საათში
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული კლუბი – „ლიონი“, კვლავ ელიტაში რჩება. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდი...

გადაწყვეტილების შეცვლას წინ უძღოდა კლუბის პრეზიდენტის, ჯონ ტექსტორის აქტიური ჩარევა. მისი თქმით, დაქვეითება უსამართლო იყო და ის ყველა საჭირო საბუთითა და ფინანსური გარანტიით ამტკიცებდა, რომ „ლიონს“ ლიგა 1-ში ასპარეზობის სრული შესაძლებლობა ჰქონდა. კლუბმა უეფას 12,5 მილიონი ევრო დაუფარა და ანგარიშზე დამატებით 100 მილიონი ევრო წარადგინა, რაც სტაბილურობის მტკიცებულებად შეფასდა.
თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბს ლიდერების გაყიდვის აუცილებლობა აღარ აქვს და დიდი ალბათობით, გიორგი მიქაუტაზე კვლავ ფრანგულ კლუბში დარჩება.
ცნობისთვის, მისი ტრანსფერით თურქული და იტალიური გრანდები არიან დაინტერესებული.
What's Your Reaction?






