სანიოლი: "კვარას ავტორიტეტი საქართველოში უფრო დიდია, ვიდრე ზიდანის საფრანგეთში"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, France Football-თან საუბარში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე...

სანიოლის თქმით, პორტუგალიასთან დაპირისპირებამდე კვარაცხელიას წნეხი აშკარად ეტყობოდა:
„ხვიჩა ცოტა დამძიმებული მომეჩვენა. მოვიდა და მითხრა – თუ საჭიროა, სათადარიგოთა სკამზეც დავჯდები, რადგან თავს კარგ ფორმაში ვერ ვგრძნობ. ძალიან გამიკვირდა, რადგან „ნაპოლიში“ სტაბილური სეზონი ჰქონდა. მაგრამ მიპასუხა, თითქოს მძიმე ტვირთს ვეზიდები ზურგზეო,“ – აღნიშნავს სანიოლი.
ფრანგმა სპეციალისტმა ქართველ ფეხბურთელზე განსაკუთრებული სიტყვები არ დაიშურა და ხვიჩას მიმართ ქვეყნის დამოკიდებულებაც გამოკვეთა:
„საქართველოში კვარაცხელია ისეთივე ფენომენია, როგორიც ზინედინ ზიდანი იყო საფრანგეთში – თუმცა, მას გაცილებით დიდი ზეგავლენა აქვს. ხალხისთვის ის პრეზიდენტზე მნიშვნელოვანია. პირველად რომ ვნახე, რიბერის შევადარე – ისეთივე მოულოდნელობებით სავსეა მოედანზე, ინსტინქტებით მოქმედებს და ძალიან რთულია მისი შეჩერება,“ – დასძინა სანიოლმა.
მთავარმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ განცდებზე: მისი თქმით, გასახდელში იგრძნო, რომ ეს იყო გუნდის უკანასკნელი ძალისხმევა ტურნირზე. მიუხედავად დაღლილობისა, სანიოლი აღნიშნავს, რომ გუნდში დიდი ერთსულოვნებაა, ხოლო საქართველოში ეროვნული ნაკრები დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას იმსახურებს.
What's Your Reaction?






