საქართველო ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში - Arabian Travel Market ATM 2025 მონაწილეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, Arabian Travel Market ATM 2025 ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ახლო აღმოსავლეთში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 33 ტურისტული კომპანია და სასტუმრო, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია წარდგა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დუბაის ტურისტულ გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ATM 2025-ის ფარგლებში, მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო მედიის, სამოგზაურო პლატფორმების, ტურისტული კომპანიებისა და PR ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიიღონ ტურისტული პროდუქტების შესახებ. ATM 2025-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის მიზნით. დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს. ATM-2025-ს 55 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, Arabian Travel Market ATM 2025 ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ახლო აღმოსავლეთში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 33 ტურისტული კომპანია და სასტუმრო, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია წარდგა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დუბაის ტურისტულ გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ATM 2025-ის ფარგლებში, მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო მედიის, სამოგზაურო პლატფორმების, ტურისტული კომპანიებისა და PR ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიიღონ ტურისტული პროდუქტების შესახებ.
ATM 2025-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის მიზნით.
დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს. ATM-2025-ს 55 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
What's Your Reaction?






