“საქართველო დადექი!” – თბილისში დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება

საქართველო დადექი! – დედაქალაქში დღეს მასშტაბური აქციაა დანონსებული. რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი ისევ რუსთაველის გამზირი იქნება, რომელიც 200 დღეზე მეტია, გადაკეტილია. საღამოს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ხალხი სინდისის პატიმრების გათავისუფლების და ივანიშვილის გუნდის გადადგომის მოთხოვნით გამოდის. რუსთაველის გამზირამდე აქციის მონაწილეების ნაწილი მარშით მივა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ამ წუთებში კი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ისნის […] The post “საქართველო დადექი!” – თბილისში დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება appeared first on .

ივნ. 29, 2025 - 13:27
 0
“საქართველო დადექი!” – თბილისში დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება

საქართველო დადექი! – დედაქალაქში დღეს მასშტაბური აქციაა დანონსებული. რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი ისევ რუსთაველის გამზირი იქნება, რომელიც 200 დღეზე მეტია, გადაკეტილია.

საღამოს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ხალხი სინდისის პატიმრების გათავისუფლების და ივანიშვილის გუნდის გადადგომის მოთხოვნით გამოდის.

რუსთაველის გამზირამდე აქციის მონაწილეების ნაწილი მარშით მივა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ამ წუთებში კი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ისნის მეტროსთან იკრიბებიან. მშობლები გეგმავენ, მოქალაქეებს იმ გაზეთის ბოლო ნომერი დაურიგონ, სადაც მათი შვილების წერილებია ამოქვეყნებული.

ჩვენ ისეთი არცევანის წინაშე ვდგავართ, ან გვექნება დემოკატიული სახელმწიფო, სადაც პირველ რიგში, ადამიანი წარმოადგენს და პიროვნება ღირსებას თუ არადა, ვრჩებით, უბრალოდ მასად და ჩვენ არ გვინდა, ჩვენ არ ვეგუებით ამას და სანამ მივალთ აქციაზე, დედები, მეუღლეები ვივლით ყველან და გავაგებინებთ ადამიანებს, რა ხდება ქვეყანაში, – ამბობს ვეფხია კასრაძის მეუღლე.

მინდა, რომ გამოფხიზლდნენ, რომ ქვეყანა ერთად გადავარჩინოთ და სოლიდარობა მინდა, გამოვუცხადო მოშიმშილეებს. გუშინ დაიწყო ელენემ და შეუერთდა 5 ახალგაზრდა. ძალიან ვწუხვარ, უკიდურეს მდგომარეობაში აგდებენ ხალხს, რომ უკიდურეს ზომებს მიმართონ. ეს არის ე.წ უპასუხისმგებლო მთავრობის ბრალი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.

The post “საქართველო დადექი!” – თბილისში დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow