საქართველოს 15-ქალა ნაკრებში ყაზახეთთან დაპირისპირებამდე ორი ცვლილებაა

საქართველოს 15-ქალა ნაკრებში ყაზახეთთან დაპირისპირებამდე ორი ცვლილებაა

აპრ. 24, 2025 - 03:27
 0
საქართველოს 15-ქალა ნაკრებში ყაზახეთთან დაპირისპირებამდე ორი ცვლილებაა
საქართველოს 15-ქალა ნაკრები ქუთაისის „აია არენაზე“ ყაზახეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

ჩვენმა გოგონებმა 15-ქალა რაგბი ისტორიაში პირველად 18 აპრილს ითამაშეს და გამოუცდელობის კვალობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენი გუნდის პირველი ლელო მანონი საღარაძის ანგარიშზეა - 5:47.

წინა მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა მეორეხაზელი ვერა კუნდუხაშვილი, ხოლო შერკინების შემკვრელი სალომე მაკასარაშვილი ამავდროულად 12-წლამდელთა „ქართველი ბარბაროსების“ მწვრთნელია და გუნდთან ერთად მონაკოში გასამართ ფესტივალზე გაემგზავრა. მათ ნაცვლად მეორე ხაზში მარქაფიდან მირანდა სააკიანი, ხოლო მესამე ხაზში ნინო წიკლაური დაწინაურდა, რომელიც ფლანკერი იქნება, შემკვრელად კი ანა დათიაშვილმა გადაინაცვლა. შემადგენლობას დაემატა და ყაზახეთთან დებიუტი ექნება თიკო ჭინჭარაულს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე ამბობს:

„15-ქალას დებიუტი შედგა და ამ ფაქტით ძალიან გახარებული ვარ. თამაში გოგოებსაც მოეწონათ. ეს ჩვენი პირველი თამაში იყო და ვიცოდით ხარვეზები მრავლად რომ გვექნებოდა. ვფიქრობ, ათლეტურობით მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდით და მომავალშიც ასე იქნება. საოცარი ატმოსფერო იყო სტადიონზე და ეს ემოცია დღემდე მოგვყვება. დარწმუნებული ვარ 24 აპრილს კიდევ უფრო მაგარი ქომაგობა გვექნება“.

„აღდგომის დღეები დაემთხვა და სულ ორი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით. ვიმუშავეთ დეტალებზე და რამდენად შევძელით ხარვეზების გამოსწორება თამაშში გამოჩნდება“.

საქართველოს 15-ქალა ნაკრებში ყაზახეთთან დაპირისპირებამდე ორი ცვლილებაა


24 აპრილი. ამხანაგური მატჩი

ქუთაისი. „აია არენა“. 15:00

საქართველო ქ. - ყაზახეთი ქ.

საქართველო

ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. მარიამ გოგოუაძე, 13. ანანო ხაბულიანი, 12. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 11. მარიამ ბერაძე, 10. ანა პოღოსიანი, 9. სალომე საღარაძე;

შერკინება: 1. ანა რურუა, 2. ანასტასია ახვლედიანი, 3. ანა კაპანაძე, 4. ნინო გუგუჩია, 5. მირანდა სააკიანი, 6. ნინო წიკლაური, 7. ლიკა ხუფენია, 8. ანა დათიაშვილი.

მარქაფა: მარიამ სიხარულიძე, კირა დანელია, ტატა ბუზალაძე, ნინო გოგოლიძე, გურანდა ხიჯაკაძე, ნინო დოლენჯიშვილი, თინათინ გორდეზიანი, ინგა კაზაროვა, ანი ჩინჩალაძე, თიკო ჭინჭარაული.


rugby.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow