საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ირლანდიას კალვიზანოში შეერკინება

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ირლანდიას კალვიზანოში შეერკინება

ივნ. 28, 2025 - 20:57
 0
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ირლანდიას კალვიზანოში შეერკინება
სანამ საქართველოს ირლანდია ეწვევა და 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნებს დაუპირისპირდება, ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს იტალიაში, კალვიზანოში შეერკინებიან.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა 29 ივნისს, 20 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები 20-წლამდელთა ჩემპიონატზე აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. ოთხიდან სამ შემთხვევაში ანგარიშში სხვაობა ერთ გარდასახულ ლელოზე ნაკლები იყო. ოთხიდან ერთ შემთხვევაში გამარჯვება უმცროს ბორჯღალოსნებს დარჩათ.

საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად 2016 წელს ითამაშა და ირლანდიას ჯგუფურ ეტაპზე, მანჩესტერში დაუპირისპირდა. მეტოქემ 35:7 გაიმარჯვა და აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის ჯერჯერობით ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა.

2017 წელს ირლანდიას თბილისში, „მიხეილ მესხზე“ მე-9 ადგილისთვის ვეთამაშეთ და დაძაბულ მატჩში მეტოქემ 24:18 გაიმარჯვა.

2018 წელს ირლანდიელებს საფრანგეთში, ნარბონში ვეთამაშეთ და ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში 24:20 გავიმარჯვეთ.

„უმცროს სამყურებს“ ბოლოს შარშან, სამხრეთ აფრიკაში ვეთამაშეთ და სტელენბოშში ირლანდიამ 22:16 გაიმარჯვა.

RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow