ცნობილია - რატომ არ ჩანდა გიორგი არაბიძე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე?
მიზეზი, რის გამოც გიორგი არაბიძე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ ჩანდა

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი არაბიძემ და სამხრეთ-კორეულმა "ულსანმა" ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს, რის შედეგადაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.
სწორედ აღნიშნული პროცესები გახდა მიზეზი იმისა, რომ არაბიძე კლუბის შემადგენლობაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვერ ვიხილეთ — როგორც ირკვევა, იმ პერიოდში მხარეები აქტიურად მუშაობდნენ თანამშრომლობის შეწყვეტაზე.
ამ დროისთვის გიორგი არაბიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ახალი კლუბის ძიებაშია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი "ულსანს" 2023 წელს შეუერთდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკისა და დატვირთვის თვალსაზრისით კლუბში სრულფასოვნად ვერ დამკვიდრდა.
ფეხბურთელის მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია.
What's Your Reaction?






