საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრებმა ოაზისის თასზე ვერცხლი მოიპოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმატებით გამოვიდა აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) გამართულ ფლეგ-ფეხბურთის საერთაშორისო...

მაი. 14, 2025 - 18:27
 0
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრებმა ოაზისის თასზე ვერცხლი მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმატებით გამოვიდა აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) გამართულ ფლეგ-ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირზე – ოაზისის თასზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.

ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა – ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-ოფში ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ მატჩში დუბაის "ნინჯასთან" ანგარიშით 13:29 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი ძირითადად ამერიკელი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ლაშა უნგიაძემ, რომელმაც ტურნირის საუკეთესო შემტევის ტიტული დაიმსახურა.

ტურნირში საქართველოს თამაშების შედეგები ასე გამოიყურება:

ჯგუფური ეტაპი:
საქართველო – ამბუში (აბუ დაბი) 12:13
საქართველო – ვაილდ ქეთსი (აბუ დაბი) 14:6
საქართველო – ნოუმედსი (ყატარი) 29:20

1/4 ფინალი: საქართველო – ალ ქადსია (ქუვეითი) 14:6

ნახევარფინალი: საქართველო – ბუმა (იორდანია) 26:0

ფინალი: საქართველო – ნინჯას (დუბაი) 13:29

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow