ასტონ ვილა კევინ დე ბრუინის წაყვანას ეცდება

დე ბრუინი კვლავ პრემიერ ლიგაში ითამაშებს?

აპრ. 24, 2025 - 15:27
 0
ასტონ ვილა კევინ დე ბრუინის წაყვანას ეცდება
Sky Sports-ის ინფორმაციით, კევინ დე ბრუინის ტრანსფერით, რომელიც სეზონის ბოლოს მან.სიტის დატოვებს, ასტონ ვილაა დაინტერესებული.

როგორც კევინმა საჯაროდ თქვა, მას კლუბისგან ახალი კონტრაქტი აღარ მიუვიდა, რის გამოც ფეხბურთელმა სიტუაცია აღარ გაართულა და წასვლის გადაწყვეტილება მშვიდად მიიღო.

დე ბრუინმა ახლახანს დაამატა, რომ მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია და ყველა ტიპის წინადადებას განიხილავს, ამან კი ბირმინგემული კლუბი გააქტიურა.

სხვათა შორის, ასტონ ვილას ცენტრში ორი ბელგიელი ნახევარმცველი უკვე ჰყავს, ტილემანსი და ონანა, დე ბრუინის მათთან დამატებით კი ვილას ცენტრში მთელი ბელგიის ნახევარდაცვა ეყოლება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow