საშუალო ხელფასის 48% საქართველოში საკვებზე იხარჯება – Start – Business Solutions-ის კვლევა (bm.ge)
საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მხოლოდ 1 ადამიანია დასაქმებული, ოჯახის საშუალო შემოსავლის 48% კვებაზე იხარჯება. კვლევის თანახმად, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ფასების კვლევით ვლინდება, რომ თბილისში 4-წევრიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯები აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად საშუალოდ 1 075 ლარს შეადგენს. „1 075 ლარი გჭირდება იმისთვის, რომ მიიღო საკმარისი ცხიმები, ცილები […]


საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მხოლოდ 1 ადამიანია დასაქმებული, ოჯახის საშუალო შემოსავლის 48% კვებაზე იხარჯება.
კვლევის თანახმად, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ფასების კვლევით ვლინდება, რომ თბილისში 4-წევრიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯები აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად საშუალოდ 1 075 ლარს შეადგენს.
„1 075 ლარი გჭირდება იმისთვის, რომ მიიღო საკმარისი ცხიმები, ცილები და ის მიკროელემენტები, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აპრილში, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ბიუჯეტი კიდევ უფრო მაღალი იყო. ცვლილებები გამოწვეულია რიგი პროდუქტების სერზონურობით. სეზონის მიხედვით რაღაცების ფასილ იკლებს, რაღაცების – იზრდება“, – თქვა კვლევის მიმოხილვისას Start – Business Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა ლარისა პატარაიამ „წერტილთან“ ინტერვიუში.
ოჯახის ერთი თვის რაციონის მაისის ფასების კვლევა Start – Business Solutions-მა აპრილში ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა თბილისის 8 ძირითად სუპერმარკეტების ქსელში, სადაც შესწავლილ იქნა 34 აუცილებელი საკვები პროდუქტის ფასები.
როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, რაციონი შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეკომენდაციების საფუძველზე.
· სუპერმარკეტებს შორის ფასთა სხვაობა 198 ლარია (18%);
· ცილოვანი პროდუქტები (ხორცი, თევზი, კვერცხი) მთლიანი ხარჯის მესამედს (31%) შეადგენს;
· ხორცისა და თევზეულის გარეშე კალათის ღირებულება 765 ლარს შეადგენს;
What's Your Reaction?






