შალვა პაპუაშვილი – როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს ისტორიის გააზრება და გადახარშვა, მგონი, ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს გერმანიის საელჩომ და არ ჰქონდეს პრეტენზია, რომ მისი დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ საკუთარი ისტორია გაიაზროს

ირაკლი ხვადაგიანი არის მაგალითი წარსულის ვერ გააზრების. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცოდა ვის მოკიდა ხელი და ვინ ჰყავდა იქ ექსპერტად, მაგრამ ასე უტიფრად, უხეშად იქცევა გერმანიის საელჩო, რაც სამწუხაროა , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის საელჩოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე ირაკლი ხვადაგიანის გამოსვლას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენებს გერმანიის […]

ივნ. 17, 2025 - 20:57
 0
შალვა პაპუაშვილი – როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს ისტორიის გააზრება და გადახარშვა, მგონი, ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს გერმანიის საელჩომ და არ ჰქონდეს პრეტენზია, რომ მისი დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ საკუთარი ისტორია გაიაზროს

ირაკლი ხვადაგიანი არის მაგალითი წარსულის ვერ გააზრების. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცოდა ვის მოკიდა ხელი და ვინ ჰყავდა იქ ექსპერტად, მაგრამ ასე უტიფრად, უხეშად იქცევა გერმანიის საელჩო, რაც სამწუხაროა , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის საელჩოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე ირაკლი ხვადაგიანის გამოსვლას ეხმაურება.
ს განცხადებით, ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენებს გერმანიის საელჩომ და არ ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ გერმანიის საელჩოს დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს საკუთარი ისტორია გასააზრებლად.
„მე არაფერს არ ვედავები არც ხვადაგიანს და არც ბექა ს, მე ვედავები გერმანიის საელჩოს, რომელიც შეხვედრაზე სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტს წარადგენს, როგორც წარსულის გამააზრებელს ადამიანს. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა, ხომ ფაქტია, რომ იქ არა წარსულის გააზრებასთან გვექნებოდა საქმე, არამედ ტვინების გამორეცხვასთან. წარმოიდგინეთ, წარსულის გააზრების სახელით უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომელიც იმდენად ვერ იაზრებს წარსულს, რომ 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერა. ირაკლი ხვადაგიანი არის მაგალითი წარსულის ვერ გააზრების. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცის საზოგადოების დამოკიდებულება ამ ადამიანისა და ამ ორგანიზაციის მიმართ. ბოლო სკანდალებიდან გამომდინარე, როდესაც საფრანგეთის საელჩოს კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე ფული მისცა, ზუსტადაც იცოდა ვის მოკიდა ხელი და ვინ ჰყავდა იქ ექსპერტად, მაგრამ ასე უტიფრად, უხეშად იქცევა გერმანიის საელჩო, რაც სამწუხაროა.
როდესაც საუბარია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ ისტორიის გააზრებაზე და თითქოს ამ მხრივ საქართველოს სჭირდება გერმანიის საელჩოს დახმარება, დახედონ გერმანიაში ბოლო ს შედეგებს. ფედერალური მიწების მიხედვით ნახონ რომელ რეგიონში ვინ გაიმარჯვა და პირდაპირ დაინახავენ საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. აი, ასე ვერ გაიაზრა თავად გერმანულმა საზოგადოებამ საკუთარი წარსული და გერმანიის გაერთიანებიდან 35 წლის თავზეც კი გაყოფილია წარმოსახვითი საზღვრით. როდესაც თავად, საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს ისტორიის გააზრება და გადახარშვა და ეს შედეგები, რაც ამ არჩევნებზე იყო, ზუსტად ამაზე მეტყველებს, მე მგონი ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს გერმანიის საელჩომ და არ ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ გერმანიის საელჩოს დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ საკუთარი ისტორია გაიაზროს, რომელიც სხვათა შორის არ არის რამდენიმე ათწლეულის. ათასწლეულების ისტორია გაგვიაზრებია აქამდეც და როგორმე ჩვენს ისტორიას ჩვენ თვითონ თავად კარგად გავიაზრებთ დახმარებების გარეშე და მით უმეტეს ასეთი მავნე დახმარებების გარეშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow