საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – გია მაჭარაძე, ირლანდიაში – სოფიო ქაცარავა, ხოლო წმინდა საყდართან – დავით მექვაბიშვილი დაინიშნნენ. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

მაი. 2, 2025 - 16:57
 0
საქართველოს პრეზიდენტი  სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – გია მაჭარაძე, ირლანდიაში – სოფიო ქაცარავა, ხოლო წმინდა საყდართან – დავით მექვაბიშვილი დაინიშნნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow