საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „დიმიტრი ოლისოვი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ოლისოვი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში 2002 წლიდან მუშაობს და აქამდე სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, […]

ივნ. 3, 2025 - 03:27
 0
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში ს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიმიტრი ოლისოვი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ოლისოვი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში 2002 წლიდან მუშაობს და აქამდე სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ ლატვიაში რუსეთის გენერალურ საკონსულოში, ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობასა და გერმანიაში რუსეთის საელჩოში. ასევე, ოლისოვი 2019 წლიდან რუსეთის საგარეო უწყებაში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოლისოვი დიმიტრი ტროფიმოვს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, თუმცა მაისში ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ტროფიმოვის გაწვევა როტაციის ნაწილი იყო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow