სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მეფუტკრეობიდან ₾90-100 მლნ-ის შემოსავალი აქვს – ალეკო პაპავა (bm.ge)

სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მეფუტკრეობიდან 90-100 მლნ ლარის შემოსავალი აქვს, – ამის შესახებ მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მეფუტკრეობიდან შენატანების 0.5%-იც კი ამ დარგის განვითარებისთვის რომ დაიხარჯოს, გაცილებით მეტი ფუტკრის ოჯახი, მეტი ბიზნესი და სამუშაო ადგილი გაჩნდება. „სხვათა შორის, ამ დარგის განვითარება იმოქმედებს სხვა დარგების, მათ შორის მეცხოველეობის, მეფრინველეობის და […]

ივნ. 14, 2025 - 12:27
 0
სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მეფუტკრეობიდან ₾90-100 მლნ-ის შემოსავალი აქვს – ალეკო პაპავა (bm.ge)

სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მეფუტკრეობიდან 90-100 მლნ ლარის შემოსავალი აქვს, – ამის შესახებ მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მეფუტკრეობიდან შენატანების 0.5%-იც კი ამ დარგის განვითარებისთვის რომ დაიხარჯოს, გაცილებით მეტი ფუტკრის ოჯახი, მეტი ბიზნესი და სამუშაო ადგილი გაჩნდება.
„სხვათა შორის, ამ დარგის განვითარება იმოქმედებს სხვა დარგების, მათ შორის მეცხოველეობის, მეფრინველეობის და მემინდვრეობის განვითარებაზეც, ვინაიდან ფუტკარი ქმნის ყველა საჭირო პროდუქტს, რაც საჭიროა კაცობრიობის არსებობისთვის. ყოველ 10 ჰექტარზე საჭიროა მინიმუმ სამი ფუტკრის ოჯახი“, – აღნიშნა მან.
ალეკო პაპავამ ქვეყანაში გავრცელებულ ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსიზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში არის სპეციალური ჯგუფები შექმნილი.
„ვფიქრობ, დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება, უფრო უნდა გააქტიურდეს სახელმწიფო. ასევე აუცილებელია მეფუტკრეების ტრენინგები, პროფესიული სასწავლებლების მეტი ჩართულობა, სახელმწიფო პროექტებში უფრო მეტი დახმარება, რათა მეფუტკრეობის დარგი განავითარონ და სწავლების ახალი ტექნოლოგიები დანერგონ“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება დაავადებასთან ბრძოლის პროცესში დარგის სუბსიდირებას, პაპავა ამბობს, რომ ეს „თემა ჯერ დაძრული არ არის“.
„ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ სამინისტროსთან შეხვედრაზე, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ გადაწყდება. ეს დამოკიდებულია იმ პრეპარატზე, რომლის გამოცდაც ახლა მიმდინარეობს. რა ეღირება და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის მეფუტკრეებისთვის, ვნახოთ, ეს მომავლის საკითხია“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში ფუტკრის პარაზიტი ტროპილელაფსი 2024 წლიდან გავრცელდა. ის ფუტკრის ოჯახების დასუსტებასა და განადგურებას იწვევს. როგორც ალეკო პაპავა ამბობს, დიდი ალბათობით დაავადებამ საქართველოში დან შემოაღწია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow