სელინ დიონის მიმართვა "ევროვიზიაზე" - რა შანსები აქვს მარიამ შენგელიას

შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში "ევ­რო­ვი­ზი­ის" პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი 13 მა­ისს გა­ი­მარ­თა.მა­რი­ამ შენ­გე­ლია, რომელიც საქართველოს წარმოადგენს, სიმ­ღე­რით "Freedom" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე 15 მა­ისს, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე წარ­დგე­ბა. არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბით, ის შე­საძ­ლოა გა­ვი­დეს ფი­ნალ­ში. ექ­სპერ­ტე­ბი მა­რი­ა­მის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მხა­რედ ვო­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მი­იჩ­ნე­ვენ. თვი­თონ სიმ­ღე­რას კი საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად აფა­სე­ბენ.პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­სას ცნო­ბილ­მა კა­ნა­დელ­მა მომ­ღე­რალ­მა სე­ლინ დი­ონ­მა, რომელმაც კონ­კურ­სში 1988 წელს, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ხე­ლით გა­ი­მარ­ჯვა კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ვი­დეომიმართვა ჩაუწერა."ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა. შვე­ი­ცა­რია სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა ჩემს გულ­ში. ეს ის ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც ჩემ­ში ირ­წმუ­ნა და მომ­ცა შან­სი, ასე­თი სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნის ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი".დი­ო­ნის მი­მარ­თვა ცე­რე­მო­ნი­ის ინ­ტერ­ვა­ლის დროს გა­უშ­ვეს, რო­დე­საც ხმებს ით­ვლიდ­ნენ. მისი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­მო­ჩე­ნის მო­ლო­დი­ნი 2024 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" შემ­დეგ, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ნე­მოს გა­მარ­ჯვე­ბის გამო გაჩ­ნდა. ვი­დე­ო­ში დი­ონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­მა ჯილ­დო აღ­მარ­თა. დი­ონ­მა მისი 1988 წლის გა­მარ­ჯვე­ბაც გა­იხ­სე­ნა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ამ მო­მენ­ტმა მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­და­ნაც ფი­ნალ­ში 10 მო­ნა­წი­ლე გავა, მათ კი­დევ და­ე­მა­ტე­ბი­ან კონ­კურ­სის და­მა­არ­სე­ბე­ლი "დიდი ხუ­თე­უ­ლის" - საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ეს­პა­ნე­თის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს და იტა­ლი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე­ვე კონ­კურ­სან­ტი გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­დან - შვე­ი­ცა­რი­ი­დან...წყარო: ამბები.ჯი

მაი. 14, 2025 - 19:57
 0
სელინ დიონის მიმართვა "ევროვიზიაზე" - რა შანსები აქვს მარიამ შენგელიას
შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში "ევ­რო­ვი­ზი­ის" პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი 13 მა­ისს გა­ი­მარ­თა.

მა­რი­ამ შენ­გე­ლია, რომელიც საქართველოს წარმოადგენს, სიმ­ღე­რით "Freedom" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე 15 მა­ისს, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე წარ­დგე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბით, ის შე­საძ­ლოა გა­ვი­დეს ფი­ნალ­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი მა­რი­ა­მის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მხა­რედ ვო­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მი­იჩ­ნე­ვენ. თვი­თონ სიმ­ღე­რას კი საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად აფა­სე­ბენ.

პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­სას ცნო­ბილ­მა კა­ნა­დელ­მა მომ­ღე­რალ­მა სე­ლინ დი­ონ­მა, რომელმაც კონ­კურ­სში 1988 წელს, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ხე­ლით გა­ი­მარ­ჯვა კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ვი­დეომიმართვა ჩაუწერა.

"ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა. შვე­ი­ცა­რია სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა ჩემს გულ­ში. ეს ის ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც ჩემ­ში ირ­წმუ­ნა და მომ­ცა შან­სი, ასე­თი სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნის ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი".

დი­ო­ნის მი­მარ­თვა ცე­რე­მო­ნი­ის ინ­ტერ­ვა­ლის დროს გა­უშ­ვეს, რო­დე­საც ხმებს ით­ვლიდ­ნენ. მისი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­მო­ჩე­ნის მო­ლო­დი­ნი 2024 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" შემ­დეგ, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ნე­მოს გა­მარ­ჯვე­ბის გამო გაჩ­ნდა. ვი­დე­ო­ში დი­ონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­მა ჯილ­დო აღ­მარ­თა. დი­ონ­მა მისი 1988 წლის გა­მარ­ჯვე­ბაც გა­იხ­სე­ნა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ამ მო­მენ­ტმა მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­და­ნაც ფი­ნალ­ში 10 მო­ნა­წი­ლე გავა, მათ კი­დევ და­ე­მა­ტე­ბი­ან კონ­კურ­სის და­მა­არ­სე­ბე­ლი "დიდი ხუ­თე­უ­ლის" - საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ეს­პა­ნე­თის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს და იტა­ლი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე­ვე კონ­კურ­სან­ტი გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­დან - შვე­ი­ცა­რი­ი­დან...

წყარო: ამბები.ჯი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow