"სინამდვილეში გვარდიოლამ ფეხბურთს ზიანი მიაყენა" - ლიონელ მესი

ლა პულგას კომენტარი პეპ გვარდიოლაზე

აპრ. 18, 2025 - 21:27
 0
"სინამდვილეში გვარდიოლამ ფეხბურთს ზიანი მიაყენა" - ლიონელ მესი
მედიაში ვრცელდება ლიონელ მესის კომენტარი, რომელიც ღიად ამბობს, რომ პეპ გვარდიოლამ და მისმა შექმნილმა ბარსელონამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა.

პეპ გვარდიოლა ამ სამყაროდან არ არის. ის სულ სხვაა, ხედავს ისეთ რამეებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. მან შეცვალა ფეხბურთი, ყველას უნდოდა ჩვენი ბარსელონას კოპირება. რეალურად, გვარდიოლამ ზიანი მიაყენა ფეხბურთს, რადგან ყველა ცდილობდა ისე ეთამაშა, როგორც მისი ბარსელონა.

მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული გუნდი ვიყავით. მოედნის ცენტრში გვყავდა ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი. გარდა ამისა, იდეალური ურთიერთობა იყო მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის.

- თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მესი და გვარდიოლა ბარსელონაში 4 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow