“სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვედრა გვქონდა ლელოს ლიდერებთან” – თორნიკე სხვიტარიძე
საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე, სოციალურ ქსელში, წერს: გუშინ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვედრა გვქონდა ლელოს ლიდერებთან. მე და ჩემს ოჯახს ამ შეხვედრამდეც გვქონდა მტკიცე პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით – და არც ერთი წამით არ შეგვცვლია ეს პოზიცია შეხვედრის შემდეგაც. არ გვჯერა და კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან არჩევანობანას თამაშში მონაწილეობა. ეს არის რეჟიმი, […] The post “სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვედრა გვქონდა ლელოს ლიდერებთან” – თორნიკე სხვიტარიძე appeared first on .

საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
გუშინ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვედრა გვქონდა ლელოს ლიდერებთან.
მე და ჩემს ოჯახს ამ შეხვედრამდეც გვქონდა მტკიცე პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით – და არც ერთი წამით არ შეგვცვლია ეს პოზიცია შეხვედრის შემდეგაც.არ გვჯერა და კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან არჩევანობანას თამაშში მონაწილეობა.ეს არის რეჟიმი, რომელმაც 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს გამარჯვება წაართვა — საკუთარი, ნაყიდი ცესკოს ხელით.ადგილობრივ არჩევნებზე ზუსტად ეს ცესკო იქნება.არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ის არჩევნები სამართლიანი იყოს.ბევრი ვისაუბრეთ, ვიკამათეთ — მაგრამ ოჯახების უმრავლესობა მაინც ერთ აზრზე დავრჩით:არა ადგილობრივ არჩევნებს.არა რუსულ რეჟიმს.ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი არალეგიტიმური ყოფილიყო.და არ ვაპირებთ, ეს ბრძოლა წყალში ჩავყაროთ.
ჩვენ ვიბრძვით პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის.ვიბრძვით ამ ქვეყნის გადარჩენისთვის.და გვჯერა — ეს ქვეყანა ვერ გადარჩება, თუ “ქართულ ოცნებას” მის თამაშში შევყვებით.
The post “სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვედრა გვქონდა ლელოს ლიდერებთან” – თორნიკე სხვიტარიძე appeared first on .
What's Your Reaction?






