სიურპრიზი სანიოლს - რაზე ივარჯიშა ფარერების ნაკრებმა საქართველოსთან თამაშამდე

მატჩამდე ერთი დღით ადრე მეტოქის მოსამზადებელი სავარჯიშო სესიიდან საკმაოდ უცნაური და სახალისო ინფორმაცია გავრცელდა

ივნ. 5, 2025 - 15:57
 0
სიურპრიზი სანიოლს - რაზე ივარჯიშა ფარერების ნაკრებმა საქართველოსთან თამაშამდე
დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, სადაც ჩვენს გუნდს თითქმის არცერთი ლიდერი მწვრთნელის გადაწყვეტილებით არ ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ მატჩამდე ერთი დღით ადრე მეტოქის მოსამზადებელი სავარჯიშო სესიიდან საკმაოდ უცნაური და სახალისო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც დაიწერა, ფარერების ნაკრებმა ვარჯიშის უმეტესი ნაწილი აუტის სწორად მოწოდებას დაუთმო, რათა ეს ნიუანსი თამაშში საკუთარ იარაღად აქციონ..

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow