ინძაგი ალ ჰილალში გადავიდა, ინტერს კი ფაბრეგასი უახლოვდება

სიმონე ინძაგიმ ევროპული ფეხბურთი დატოვა, ინტერის ჩაბარებასთან კი ფაბრეგასია ახლოს

ივნ. 5, 2025 - 15:57
 0
ინძაგი ალ ჰილალში გადავიდა, ინტერს კი ფაბრეგასი უახლოვდება
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ სიმონე ინძაგიმ ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა.

იქამდეც იწერებოდა, რომ მისი წაყვანა არაბებს სურდათ, რომლებმაც საქმე ბოლომდე მაინც მიიყვანეს, - სიმონე ინძაგი ალ ჰილალის მთავარი მწვრთნელი გახდა!

რაც შეეხება ინტერში გამოთავისუფლებულ ადგილს, მის შევსებას სესკ ფაბრეგასი უახლოვდება, რომელიც კომოში შესანიშნავად გამოიყურება და ნერაძურის არ სურს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი ხელიდან გაუშვას.

როგორც ირკვევა, ფაბრეგასის ინტერთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია. მილანელებს რჩებათ კომპენსაციის თანხაზე კომოსთან მოლაპარაკება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow