სპალეტი დეპრესიაშია - კვარას ძველი მწვრთნელის ემოციური განცხადება

ხვიჩა კვარაცხელიას ძველმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებიდან წამოსვლაზე ემოციური კომენტარი გააკეთა

ივლ. 25, 2025 - 19:27
 0
სპალეტი დეპრესიაშია - კვარას ძველი მწვრთნელის ემოციური განცხადება
ხვიჩა კვარაცხელიას ძველმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებიდან წამოსვლაზე ემოციური კომენტარი გააკეთა:

ფეხბურთმა შეძლო და ცხოვრება დამინგრია, რადგან მას ჩემი უახლოესი ადამიანები შევწირე. ხანდახან, ვფიქრობ, რომ ბედნიერი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა შემდეგ ნორვეგიასთან შეხვედრა მახსენდება და ყველაფერი თავდაყირა დგება.

იყო თუ არა შეცდომა ნაკრებში წასვლა? - არა, რადგან, როცა იტალია გეძახის, შენ უარს ვერ იტყვი. შეცდომა მხოლოდ ის იყო, რომ იდენტობას ბოლომდე ვეყრდნობოდი და ფეხბურთელებს ვთხოვდი, რომ ჰიმნი ემოციურად ემღერათ და მაისური პატივისცემით ეტარებინათ, მაგრამ ამან არ იმუშავა.

- თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ სპალეტის იტალიამ ნორვეგიასთან გასულ თვეს 0:3 წააგო და სწორედ მას შემდეგ დააანონსა ლუჩანომ ნაკრებიდან წასვლის შესახებ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow