ემპოლი სერია B-ში დაქვეითდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საბა გოგლიჩიძე გუნდს ქვედა ლიგაში გადაჰყვეს, რადგან ქართველი მცველით არაერთი კლუბია დაინტერესებული.
ერთ-ერთი ასეთი იტალიური სასუოლო გახლავთ, რომელზეც ინფორმაციას Insidefutbol აქვეყნებს:
საბა გოგლიჩიძემ „ემპოლიში“ სადებიუტო სეზონში თამაშით რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, იტალიურ სერია A-ში დაბრუნებული „სასუოლოა.
არის ასევე ორი ვარიანტიც – „ნოტინგემ ფორესტი“ და „სანდერლენდი“. ამ უკანასკნელის მენეჯმენტი გოგლიჩიძეს უკვე დაუკავშირდა. ახალგაზრდა მცველის დამატება იტალიაში „უდინეზესაც“ სურს, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, რეალური კონკურენტები „ნოტინგემ ფორესტი“ და „სანდერლენდი“ არიან.
„ემპოლი“ გასულ სეზონში სერია B-ში გავარდა და, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ძვირად ღირებულ მოთამაშეებს შეელევა. მაგრამ ქართველის სატრანსფერო ფასის შემცირებას არ აპირებს და გაურკვეველია, შეძლებს თუ არა „სასუოლო“ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. „ნოტინგემ ფორესტი“ კი გოგლიჩიძისთვის 8 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუმცა „ემპოლი“ 10 მილიონს ითხოვს.
- წერს გამოცემა.