„სულ რომ ქოცი კითხულობდე ამას, უნდა იაზრებდე რომ უსამართლობაა” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის მიერ შექმნილმა კომისიამ, რომელიც წინა ხელისუფლების საქმეებს იძიებს, დაკითხვაზე დაიბარა ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძე. ჟორჟოლიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჯაფარიძეს 2012 წლამდე “ნაცებთან” შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მის მეგობრობას კახა ბენდუქიძესთან. “რაშია საქმე?! წულუკიანმა შექმნა კომისია, რომელსაც […] The post „სულ რომ ქოცი კითხულობდე ამას, უნდა იაზრებდე რომ უსამართლობაა” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? appeared first on .

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის მიერ შექმნილმა კომისიამ, რომელიც წინა ხელისუფლების საქმეებს იძიებს, დაკითხვაზე დაიბარა ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძე.
ჟორჟოლიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჯაფარიძეს 2012 წლამდე “ნაცებთან” შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მის მეგობრობას კახა ბენდუქიძესთან.
“რაშია საქმე?! წულუკიანმა შექმნა კომისია, რომელსაც წინა ხელისუფლების საქმეები უნდა გამოეძიებინა. დაიბარეს ზურა გირჩი ჯაფარიძე. კაცი, რომელსაც 2012 წლამდე ნაცებთან შეხება არ ჰქონია. თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძესთან მეგობრობას.
ზურა, პარტიაში მივიდა 2012 წლის შემდეგ. ბუნებრივია რომ არ მივიდა. რატომ უნდა მისულიყო? თეას ხუშტურის გამო? ადგნენ და დაიჭირეს. აქ არაა საუბარი პოლიტიკურ სიმპათიებზე. სულ რომ ქოცი კითხულობდე ამას, უნდა იაზრებდე რომ უსამართლობაა” – წერს ჟორჟოლიანი.
The post „სულ რომ ქოცი კითხულობდე ამას, უნდა იაზრებდე რომ უსამართლობაა” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? appeared first on .
What's Your Reaction?






