სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, გასულ კვირას ბათუმში ტურისტული სეზონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და ქალაქმა ორ დღის განმავლობაში უამრავ ვიზიტორს უმასპინძლა. როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ისე ქობულეთში. მისივე თქმით, ქობულეთში დასკვნით ეტაპზეა ე.წ. ეკო-სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს სრულად განახლებული სასეირნო და დასასვენებელი სივრცეები ექნება. მისივე განცხადებით, ქობულეთში ტურისტული სეზონის გახსნა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, შუახევში უკვე დასრულდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა, რომლის ოპერირებასაც საერთაშორისო იტალიური კომპანია უზრუნველყოფს. თამაზაშვილის განმარტებით, ხულოში უკვე დაიწყო სპორტსკოლისა და საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული სკოლა და სრულად რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია. უკვე დასკვნით ეტაპზეა 47-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, გასულ კვირას ბათუმში ტურისტული სეზონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და ქალაქმა ორ დღის განმავლობაში უამრავ ვიზიტორს უმასპინძლა. როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ისე ქობულეთში.
მისივე თქმით, ქობულეთში დასკვნით ეტაპზეა ე.წ. ეკო-სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს სრულად განახლებული სასეირნო და დასასვენებელი სივრცეები ექნება. მისივე განცხადებით, ქობულეთში ტურისტული სეზონის გახსნა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისი თქმით, შუახევში უკვე დასრულდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა, რომლის ოპერირებასაც საერთაშორისო იტალიური კომპანია უზრუნველყოფს.
თამაზაშვილის განმარტებით, ხულოში უკვე დაიწყო სპორტსკოლისა და საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული სკოლა და სრულად რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია. უკვე დასკვნით ეტაპზეა 47-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
What's Your Reaction?






