სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლა გამძაფრდა | ბოლოსწინა ტურის სამი შეხვედრა გაიმართა

სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლა გამძაფრდა | ბოლოსწინა ტურის სამი შეხვედრა გაიმართა

აპრ. 9, 2025 - 04:57
 0
სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლა გამძაფრდა | ბოლოსწინა ტურის სამი შეხვედრა გაიმართა
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დღეს, თბილისში ბოლოსწინა ტურის 3 მატჩი გაიმართა, რომლის შედეგების გათვალისწინებით ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. მთავარი ბრძოლა უფრო დასარჩენად მიმდინარეობს, რადგან ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდების სუპერლიგაში ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

სუპერლიგაში დასარჩენად კსუ, ტყიბულის ორბი და გაგრის ამრა იბრძვიან. სწორედ ამ გუნდებმა ითამაშეს დღევანდელ სამ მატჩში სათითაოდ. აქედანვე ვთქვათ, რომ ამ ტრიოდან მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა იმარჯვა, ამრა და ორბი კი დამარცხდნენ. რა მივიღეთ ამით?

ამრამ ბოლო წუთებზე – 80:87 (სტატისტიკა) წააგო რაშთან და ბოლო ადგილი რომ თავიდან აირიდოს, რაც “ა” ლიგაში პირდაპირ დაქვეითებას ნიშნავს, ბოლო ტურში კსუ-სთან უნდა მოიგოს. თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ბოლო ტურში ორბი ბათუმს ეთამაშება და თუ არ დამარცხდა, ამრა ბოლო ადგილს დაიკავებს. სწორედ ბათუმი გახლდათ გუნდი, რომელიც დღეს კსუ-მ 77:63 (სტატისტიკა) დაამარცხა და სუპერლიგიდან პირდაპირ გავარდნა თავიდან აირიდა. მაქსიმუმი, კსუ-მ გადათამაშებაში ითამაშოს, თუ ამრასთან დამარცხდება და ორბი ბათუმს მოუგებს.

თავის მხრივ, ორბს შანსი ჰქონდა, დღეს შინ ვსა დაემარცხებინა და ბოლო ადგილზე გასვლის ალბათობა გამოერიცხა. ორბის მოგების შემთხვევაში ამრა ოფიციალურად დატოვებდა სუპერლიგას, ხოლო ორბსა და კსუ-ს შორის ერთ-ერთი (რომელიც მე-10 ადგილზე გავიდოდა) უმაღლესში დასარჩენად “ა” ლიგის მეორეადგილოსანთან საკვალიფიკაციო რაუნდს ითამაშებდა. ვსა-მ ტყიბულში ორბს შანსი არ დაუტოვა – 95:71 (სტატისტიკა) დაამარცხა და პირველ ადგილზე გადავიდა. თუმცა დროებით, რადგან ამ ტურის მატჩი ლიდერ ქუთაისს შინ ივერიონთან სათამაშო აქვს და მარცხის შემთხვევაშიც კი ბოლოსწინა ტურის წინ პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

ბოლოსწინა, 21-ე ტური 9 აპრილს, ხსენებული ქუთაისური მატჩითა და დელტა-თსუ-ს გურჯაანული დაპირისპირებით დასრულდება.

gbf

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow