სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა

ნახეთ რა ცვლილებები შეიტანა ძალოსანთა ნაკრებებში ლაშა ტალახაძემ

ივნ. 6, 2025 - 15:57
 0
სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ლაშა ტალახაძის წარდგინებით, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

ეროვნულ ნაკრებს კვლავ გიორგი ასანიძე უხელმძღვანელებს და მის დამხმარე მწვრთნელებად გია ცირეკიძე და გიორგი გაბრიჭიძე იქნებიან. 23 წლამდელთა მთავარი მწვრთნელიც გიორგი ასანიძე იქნება.

ახალგაზრდულ (U20 ) ნაკრებს კი სათავეში ავთანდილ გახოკიძე ჩაუდგა, რომლის სამწვრთნელო შტაბშიც დავით ხარატაშვილი და მალხაზ ლომთაძე იქნებიან. ჭაბუკთა U15 და U17 ნაკრებებს კვლავ ზურაბ ანთაური უხელმძღვანელებს, ხოლო მის დამხმარე მწვრთნელებად კი ბეჟან ჭიჭინაძე და ირაკლი გაბრიჭიძე დამტკიცდა.

ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი კლავ თემურ ჯანჯღავა იქნება, რომელსაც მეორე მწვრთნელად ილია თვალოძე ეყოლება.


What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow