ტენერიფემ ჩმპიონთა ლიგაზე მეორედ მოიგო | შერმადინი მსაჯმა პირველ პერიოდში გააძევა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის ტენერიფემ მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავ იმარჯვა....

თებ. 6, 2025 - 11:26
 0
ტენერიფემ ჩმპიონთა ლიგაზე მეორედ მოიგო | შერმადინი მსაჯმა პირველ პერიოდში გააძევა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის ტენერიფემ მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავ იმარჯვა. კანარელები სტუმრად შეხვდნენ ესპანურ მანრესას და 84:73 დაამარცხეს. გამარჯვებაში მცირე წილი უდევს ქართველ ცენტრს, რადგან მან მხოლოდ 4:36 წუთი ითამაშა. მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც შერმადინმა პირველი პერიოდის მიწურულს მიიღო.

საქმე ისაა, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წუთზე გიორგის მსაჯებთან კამათს შეჰყვა, რაც იმით დასრულდა, რომ ტენერიფეს ცენტრი მოედნიდან გააძევეს. არასრულ 5 წუთში მას 2 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული.

K ჯგუფში ტენერფეს ორიდან ორი მოგება აქვს და პირველია. შერმადინის გუნდი, სავარაუდიდ ქართველის გარეშე 4 მარტს თურქულ პეტკიმ სპორს (0-2 ბალანსი) მასპინძლობს. 4-გუნდიანი ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გადის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow