ტერ შტეგენს იტალიაში მსურველი გამოუჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. Sport.es-ის ცნობით, „ინტერი“ სერიოზულად...

ივლ. 6, 2025 - 20:27
 0
ტერ შტეგენს იტალიაში მსურველი გამოუჩნდა
გავრცელებული ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. Sport.es-ის ცნობით, „ინტერი“ სერიოზულად დაინტერესდა „ბარსელონას“ გამოცდილი მეკარით, რომელიც მალე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.

მილანური გრანდი ახალი კიპერის ძიებაშია, რადგან შვეიცარიელი იან ზომერი „გალათასარაის“ გეგმებშია და მისი შესაძლო წასვლის შემთხვევაში, ცვლილება გარდაუვალია.

საუბარია იმაზეც, რომ ტერ შტეგენის ტრანსფერი შესაძლოა თანხის გარეშე განხორციელდეს – „ბარსელონა“ მასთან კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ესპანურმა კლუბმა უკვე შეიძინა 25 წლის ჟოან გარსია „ესპანიოლიდან“, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ გუნდი მეკარის პოზიციაზე განახლებას აპირებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow