ტიბო კურტუას კარიერის დასრულება მადრიდის რეალში სურს
მადრიდის რეალის ბელგიელი მეკარე, ტიბო კურტუა სამეფო კლუბში ბედნიერია და გუნდიდან სამომავლოდ წასვლას არც კი განიხილავს

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, კურტუას მადრიდულ გრანდთან ხელშეკრულების განახლება აქვს გადაწყვეტილი.
სხვათა შორის, თავად ტიბომ თქვა, რომ კარიერის რეალში დასრულების სურვილი აქვს.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესი ახალი მეკარის დამატებას ჯერჯერობით არც კი განიხილავს, რის გამოც კურტუა თავს მშვიდად და სტაბილურად გრძნობს.
What's Your Reaction?






