ტოტენჰემთან გამომშვიდობების დროც მოვიდა – სონი კარიერას ლოს-ანჯელესში გააგრძელებს
სონ ჰინ მინმა ტოტენჰემს გამორჩეულად ემშვიდობება – კარიერას ლოს ანჯელესში გააგრძელებს

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, 33 წლის თავდამსხმელი უკვე მიემგზავრება აშშ-ში, სადაც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და კონტრაქტს გააფორმებს.
ტოტენჰემი სონის სანაცვლოდ 27 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც MLS-ის ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება. ამ დრომდე რეკორდი ეკუთვნოდა ემანუელ ლატე ლატს, რომლის ტრანსფერმა ატლანტაში 22 მილიონი დოლარი შეადგინა.
სონ ჰინ მინი "ტოტენჰემში“ 2015 წელს ჩაირიცხა და თითქმის ათწლიანი პერიოდის განმავლობაში გუნდში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია – 454 მატჩი, 173 გოლი, 101 საგოლე გადაცემა.
What's Your Reaction?






