ტრაგედია საფრანგეთში - 30 წლის ფიჯელი მორაგბე გარდაიცვალა

საფრანგეთის რაგბის უმაღლეს დივიზიონში (Top 14) მოთამაშე ფიჯელი სპორტსმენი, ჯოსაია რაისუქე, 30 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა....

მაი. 8, 2025 - 16:27
 0
ტრაგედია საფრანგეთში - 30 წლის ფიჯელი მორაგბე გარდაიცვალა
საფრანგეთის რაგბის უმაღლეს დივიზიონში (Top 14) მოთამაშე ფიჯელი სპორტსმენი, ჯოსაია რაისუქე, 30 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. შემთხვევა "კასტრის" სავარჯიშო ბაზასთან ახლოს მოხდა, სადაც მორაგბე გზად იყო, როდესაც მას მატარებელი დაეჯახა. სამწუხაროდ, შემთხვევის ადგილზე ის უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა La Dépêche ავრცელებს.

რაისუქე ფიჯის შვიდკაცა ნაკრების წევრი გახლდათ და 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის საფრანგეთში 2021 წლიდან თამაშობდა და "კასტრის" შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

ცნობისთვის, ამავე კლუბის ღირსებას ორი ქართველი მორაგბე - ლუკა მატკავა და ლევან ჩილაჩავა იცავენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow