მორიგი რეკორდი - დემბელეს უნიკალური მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
„პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერმა, უსმან დემბელემ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ფრანგული კლუბებისთვის ასპარეზობის ახალი ნიშნული დაამყარა...

სტატისტიკური პლატფორმა Squawka იტყობინება, რომ დემბელე ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული კლუბების ისტორიაში ერთ ტურნირში ასისტების რაოდენობით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში (2:1), დემბელემ ასისტი გააკეთა, რითაც მიმდინარე გათამაშებაში მისმა საგოლე გადაცემების რიცხვმა ოთხს მიაღწია. გარდა ამისა, 2024/25 წლების სეზონში მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე რვა გოლის გატანა მოახერხა, რაც 14 ჩატარებულ შეხვედრაში შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ დემბელეს მონაწილეობა განმეორებით შეხვედრაში გარკვეული დროის განმავლობაში საეჭვო იყო. მან ტრავმა „არსენალთან“ პირველ მატჩში (1:0) მიიღო და კუნთის დაზიანების გამო მინდორს ნაადრევად გაეცალა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება მოასწრო და მეორე შეხვედრაში მეორე ტაიმიდან სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
ფრანგი ფეხბურთელის შედეგიანობა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგით არ შემოიფარგლება. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა. დემბელეს მოქმედი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.
What's Your Reaction?






