ტრაგედიის მსხვერპლ ოჯახს ახალი სახლი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მდებარე ახალი სახლი, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აპრ. 22, 2025 - 21:27
 0
ტრაგედიის მსხვერპლ ოჯახს ახალი სახლი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადაეცათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მდებარე ახალი სახლი, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow