ტყიბულის ორბი სუპერლიგაში დარჩა, კასპის გრიფინი – “ა” ლიგაში
ტყიბულის ორბი სუპერლიგაში დარჩა, კასპის გრიფინი – “ა” ლიგაში

სერია 3 მოგებამდეა და ორბმა სამივე მატჩი იოლად, რომ იტყვიან, არითმეტიკული პროგრესიით მოიგო. სერიის მე-3 შეხვედრა დღეს, კასპში გაიმართა, მანამდე კი იყო 2 შეხვედრა ტყიბულში, რომლებიც ორბმა 23 და 36 ქულებით მოიგო. სერიის მესამე შეხვედრაში იმერულმა კლუბმა 52 ქულით – 130:78 (სტატისტიკა) იმარჯვა. როგორც ხედავთ, მთელი სერია ერთი ცალფარა თამაში იყო. გრიფინმა მთელი თავისი ძალა და ცეცხლი რუსთავთან “ა” ლიგის ფინალს შეალია. კასპელები იმდენად გამოიფიტნენ და ფსიქოლოგიურად დასუსტდნენ, რომ ორბთან სუპერლიგის საგზურისთვის სერია ფაქტობრივად უბრძოლველად დათმეს.
ორბი სუპერლიგაში რჩება, გრიფინი კი “ა” ლიგაში. კასპის გუნდისთვის ეს სეზონი წარმატებული იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იყო გრიფინის არსებობის პირველი წელი, სადებიუტო “ა” ლიგა და ფინალი. გრიფინმა რეგულარულ ჩემპიონატში 10-დან 8 მატჩი მოიგო, თასის გათამაშებაში კი სუპერლიგის მოწინავე თსუ დაამარცხა, თუმცა 2 მატჩის ჯამში ვერ აჯობა თასის გათამაშების მომავალ ფინალისტს.
gbf
What's Your Reaction?






