უდიდესი ტრაგედია - ლივერპულის ფეხბურთელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ შემტევი დიეგუ ჟოტა 28 წლის ასაკში დაიღუპა. ის ზამორას პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა...

შემთხვევა ზამორას პროვინციაში, A-52 მაგისტრალის 65-ე კილომეტრზე მოხდა, კერძოდ — პალასიოს დე სანაბრიას მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით, ჟოტა იმ დროს ავტომობილში საკუთარ ძმასთან ერთად იმყოფებოდა.
ტრაგიკული ინციდენტის დროს მანქანა გზიდან გადავიდა და შედეგად აალდა.
ავარიის დეტალებზე ამ დროისთვის მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება, რომელიც ცდილობს დაადგინოს ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია საქმეში.
What's Your Reaction?






