უეფას 49-ე კონგრესი და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ბელგრადში

უეფას 49-ე კონგრესი და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ბელგრადში

აპრ. 4, 2025 - 03:27
 0
უეფას 49-ე კონგრესი და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ბელგრადში
3 აპრილს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უეფას 49-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. კონგრესის ფარგლებში გაიმართა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და ფიფას საბჭოს წევრების არჩევნები.

კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექეტორი ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.

უეფას კონგრესის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს გასული წლების ფინანსური ანგარიში წარუდგინეს, რის შემდეგაც კონგრესმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა.

კონგრესამდე, 2 აპრილს, სერბეთის დედაქალაქში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სფფ-ის პრეზიდენტმა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ლევან კობიაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow