ცნობილია! - ვინ იქნება ბასილაშვილის პირველი მეტოქე როლან გაროსის ტურნირზე?

ცნობილია - ვინ იქნება ბასილაშვილის პირველი მეტოქე როლან გაროსის ტურნირზე?

მაი. 24, 2025 - 00:27
 0
ცნობილია! - ვინ იქნება ბასილაშვილის პირველი მეტოქე როლან გაროსის ტურნირზე?
33 წლის ქართველ ჩოგბურთელს, რომელმაც ფრანგი ჯოფრი ბლანსანო დაამარცხა და როლან გაროსის ძირითად ბადეში გადაინაცვლა, პირველი შეხვედრა პორტუგალიელ ენრიკე როჩასთან ელის.

როჩა მსოფლიოს რეიტინგში 201-ე პოზიციაზეა და ძირითად ბადეში ისიც საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა.

ბასილაშვილი და როჩა პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. მათი შეხვედრის გამარჯვებული მეორე წრეში იაკუბ მენშიკსა (ჩეხეთი) და ალექსანდრ მიულერს (საფრანგეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილს როლან გაროსზე მეცხრე გამოსვლა ექნება, ხოლო მისი საუკეთესო შედეგი 2017 წელს დაფიქსირდა, როცა მან მესამე წრეში გააღწია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow