უკვე მეშვიდე დღეც მიილია ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი" - 23 წლის გიორგი შამუგიას ბიძაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილიდან დაკარგული 23 წლის გიორგი შამუგიას ნათესავი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს."უკვე მეშვიდე დღეც მიილია ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი.დრო გავიდა, მაგრამ შენზე ფიქრი არ წყდება. შენი სახე, ხმა, სიცილი… თითქოს ახლაც აქ ხარ, სადღაც გვერდით, მაგრამ ამაოდ ვეძებ შენს თვალებს, შენს მკლავებს, შენს თბილ სიტყვებს.ისე წახვედი, თითქოს ვერ დაგვემშვიდობე, ვერაფერი გვითხარი… წახვედი და თან წაიღე ჩემი სული, ჩემი სიმშვიდე, ჩემი ნახევარი.მენატრები... მენატრება შენი ღიმილი, შენი ბავშვური ხასიათი, შენი სიყვარული — უპირობო და მტკიცე. და ვერაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ გელი… ველი, როგორც ადამიანი იმედს.შენ ჩემთვის მხოლოდ ბიძაშვილი არ იყავი — შენ იყავი ჩემი ძმა, ჩემი დასაყრდენი, ჩემი ბავშვობის ნაწილი და მოგონებების ყველა ნათელი ფერი. ახლა კი ყველაფერი მუქია… ყინულია ჩემს გულში, ტკივილი კი უკურნებელი. გელოდებით დის გულო" - წერს მეგი კვარაცხელია.ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 მაისს ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, სხვა მანქანა დაეჯახა და მტკვარში გადავარდა.ავარიას გადაურჩა გიორგი თოლორაია. ნაპოვნია ორი შვილის მამა, უტა ელიავა და ცხედარი მშობლიურ სახლში, ზუგდიდში გადაასვენეს. მანქანაში მათთან ერთად იმყოფებოდა 19 წლის დავით ოსეტროვი, რომელიც მოსკოვიდან სტუმრად იყო ჩამოსული და მისი ცხედარიც ნაპოვნია. ახლა მხოლოდ გიორგი შამუგიას ძებნა გრძელდება.

"უკვე მეშვიდე დღეც მიილია ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი.
დრო გავიდა, მაგრამ შენზე ფიქრი არ წყდება. შენი სახე, ხმა, სიცილი… თითქოს ახლაც აქ ხარ, სადღაც გვერდით, მაგრამ ამაოდ ვეძებ შენს თვალებს, შენს მკლავებს, შენს თბილ სიტყვებს.
ისე წახვედი, თითქოს ვერ დაგვემშვიდობე, ვერაფერი გვითხარი… წახვედი და თან წაიღე ჩემი სული, ჩემი სიმშვიდე, ჩემი ნახევარი.
მენატრები... მენატრება შენი ღიმილი, შენი ბავშვური ხასიათი, შენი სიყვარული — უპირობო და მტკიცე. და ვერაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ გელი… ველი, როგორც ადამიანი იმედს.
შენ ჩემთვის მხოლოდ ბიძაშვილი არ იყავი — შენ იყავი ჩემი ძმა, ჩემი დასაყრდენი, ჩემი ბავშვობის ნაწილი და მოგონებების ყველა ნათელი ფერი. ახლა კი ყველაფერი მუქია… ყინულია ჩემს გულში, ტკივილი კი უკურნებელი. გელოდებით დის გულო" - წერს მეგი კვარაცხელია.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 მაისს ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, სხვა მანქანა დაეჯახა და მტკვარში გადავარდა.
ავარიას გადაურჩა გიორგი თოლორაია. ნაპოვნია ორი შვილის მამა, უტა ელიავა და ცხედარი მშობლიურ სახლში, ზუგდიდში გადაასვენეს. მანქანაში მათთან ერთად იმყოფებოდა 19 წლის დავით ოსეტროვი, რომელიც მოსკოვიდან სტუმრად იყო ჩამოსული და მისი ცხედარიც ნაპოვნია. ახლა მხოლოდ გიორგი შამუგიას ძებნა გრძელდება.
What's Your Reaction?






